მინი გალერეა
Homer's Donut Run

Homer's Donut Run

Homer's Donut Run

Homer's Donut Run

მოგზაურობა წარსულში

ღვინის სახლი"გურჯაანი" მდებარეობს კახეთში ქ. გურჯაანში, ეს რეგიონი განთქმულია მევენახეობის ძირძველი ტრადიციებითა და სტუმართმასპინძლობით. ღვინის სახლში მოსულ სტუმარს საშუალება ეძლევა უშუალო მონაწილეობა მიიღოს ყურძნის დაკრეფიდან მის დაწურვა დამუშავების პროცესამდე, სტუმარს საშუალება ექნება დააჭაშნიკოს რამოდენიმე სახის, როგორც ოჯახურ პირობებში დაყენებული, ასევე ქარხნული წესით დამზადებული ღვინოები. მარანში იხილავთ ორი საუკუნის წინათ დამზადებულ საწნახელს, რომელშიც დღესაც იწურება ღვინო და რომელიც წარმოადგენს ჩვენი ღვინის მარნის სიამაყეს. აქვე ნახავთ ძველ ქვევრებს რომელშიც ინახება სხვადასხვა დასახელების ღვინოები, ღვინის სახლს გააჩნია თავისი საფირმო ღვინო _"ქვევრი"- რომელიც გაფორმებულია შესაბამისი ეტიკეტით და საჭირო წარმომავლობით, სტუმრებს შეუძლიათ ქვევრიდან თავისი ხელით ამოღებული ღვინო ჩამოასხან ბოთლში და შეისყიდონ დალუქულ მდგომარეობაში. 

თქვენთვის დეგუსტაციას ჩაატარებს პროფესიონალი "სომელიე", რომელიც აღჭურვილია სათანადო კვალიფიკაციით და ფლობს შესაბამის სერთიფიკატს. ჩვენს სტუმრებს საშუალება ეძლევათ დაესწრონ "ზავოდობას" - ყურძნის ჭაჭიდან არყის გამოხდას - რაც ნამდვილად საინტერესო პროცესს წარმოადგენს. ასევე ვნახავთ როგორ აცხობდნენ პურს ჩვენი წინაპრები და როგორ ავლებენ ჩურჩხელას.

მოკლე სასწავლო ლექცია ჩატარდება ქართულ კულინარიულ შედევრებზე -ხაჭაპური, ხინკალი, მწვადი და სხვა ქართული კერძი. ამ პროცესებში საშუალება გექნებათ უშუალოდ მიიღოთ მონაწილეობა და დაეუფლოთ ძველ ქართულ კულინარიულ ტექნოლოგიებს და ბოლოს დააგემოვნოთ თქვენივე ხელით შექმნილი კერძები. ეს ყველაფერი მოხდება სასიამოვნო ეთნოგრაფიულ გარემოში, რომელიც გაფორმებულია ძველი ქართული ხალხური ყოფითი ექსპონატებით. აქვე ფუნქციონირებს საინტერესო ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა.

თქვენს წვეულებას კი, გაალამაზებს ფოლკლორული ანსამბლი და სუფრას წარუძღვება ქართველი თამადა. ღვინის სახლში შექმნილია ყველა აუცილებელი პირობა და კომფორტი სტუმრის მისაღებად.