მინი გალერეა
Homer's Donut Run

Homer's Donut Run

Homer's Donut Run

Homer's Donut Run

ღვინოები

რქაწითელი
რქაწითელის ჯიშის ყურძენი მოწეულია გურჯაანის მიკროზონაში, სადაც საუკეთესო ბუნებრივი პირობებია ტრადიციული კახური ღვინის დასამზადებლად. ღვინო რქაწითელი დაყენებულია ძველი კახური ტექნოლოგიით. იგი დაწურულია საწნახელში, ხოლო დადუღებულია და შენახული ქვევრებში. გავლილი აქვს ბუნებრივი ფილტრაცია. ღვინო ხასიათდება მუქი ჩალისფერი შეფერილობით, ზომიერი ტანინით და ხავერდოვანი გემოთი. დასაშვებია მცირედი ნალექი.

საფერავი
საფერავის ჯიშის ყურძენი მოწეულია გურჯაანის მიკროზონაში, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ცნობილ მიკროზონას მევენახეობაში. ღვინო ხასიათდება სასიამოვნო მუქი წითელი შეფერილობით, ალუბლის მკვეთრი სუნითა და გემოთი. ღვინო, ტრადიციული კახური წესის მიხედვით, დადუღებულია ქვევრებში და გავლილი აქვს ბუნებრივი ფილტრაცია. დასაშვებია მცირედი ნალექი.


ევროპული
რქაწითელის ჯიშის ყურძენი მოწეულია გურჯაანის მიკროზონაში, სადაც საუკეთესო ბუნებრივი პირობებია ტრადიციული კახური ღვინის დასამზადებლად. ღვინო რქაწითელი დაყენებულია ძველი კახური ტექნოლოგიით. იგი დაწურულია საწნახელში, ხოლო დადუღებულია და შენახული ქვევრებში. ღვინო დაწურვისთანავე
მოხსნილია ჭაჭიდან და დუღილს განაგრძობს ბუნებრივად, ხასიათდება ხილის არომატით და ჰარმონიული გემოთი. დასაშვებია მცირედი ნალექი.
ყვანილი, წარმოებული და ჩამოსხმულია
ინდ. მეწარმე ჯემალ ალიაშვილის ძველ ღვინის მარანში